medlife -

კარდიოლოგია – თერაპია

კარდიოლოგ–თერაპევტი – ნინო ტრაპაიძე

კარდიოვასკულური დაავადებები, გულის დაავადებისა და ინსულტის ჩათვლით უხშირესად ასოცირდება ნაადრევ სიკვდილთან.
26 სექტემბერი გულის მსოფლიო ფედერაციამ ჯანმოსთან ერთად აღნიშნა გულის მსოფლიო დღე. ამ დღის წლევანდელი წლის დევიზია “მე ვმუშაობ გულთან ერთად”.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია, რომელსაც ყოველწლიურად 17.1 მლნ ადამიანის სიცოცხლე ეწირება. თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება. ლკოჰოლის ბოროტად გამოყენება ზრდის აღნიშნული დაავადების განვითარების რისკს.
გლობალური სიკვდილიანობის 29% კარდიოვასკულარულ დაავადებებზე მოდის, აქედან 82% ვითარდება დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში, თითქმის თანაბარი რაოდენობით მამაკაცებსა და ქალებს შორის. ქალებში ეს საფრთხე განსაკუთრებით მაღალია მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა პოპულაცია რომელთა კარდიოვასკულარული რისკი ფორმირდება დაბადებამდე ნაყოფის განვითარების პროცესში და კიდევ უფრო იზრდება ბავშვობისას არაჯანსაღი კვების არასაკმარისი ფიზიკური აქტივობისა და თამბაქოს მოხმარებით.
თანამედროვე მიღწევების შედეგად უკვე შესაძლებელია, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 80% -ით იქნეს აცილებული, თუმცა საკუთარი ჯანმრთელობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სტატისტიკური მონაცემები არც თუ ისე სახარბიელოა.
მოწევაზე უარის თქმა, მარილის შემცირება, ყოველდღიურად და ფიზიკური აქტივობით სულ მცირე 30 წთ-ით დაკავება. პრევენციულ საშუალებას წარმოადგენს გულის ინფარქტისა და ინსულტის განვითარებისთვის. ასევე დიდი რაოდენობით ბოსტნეულის და და ხილის მიღება, წონის გაკონტროლება, ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს, რაც პირდაპირ კავშირშია აღნიშნული დაავადებების განვითარებასთან.
მარტივად, რომ აგიხსნათ: ადამიანის გული მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუჩერებლად მუშაობს, ამიტომ მუდმივად სჭირდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგება, ამისთვის მას სისხლძარღვთა საკუთარი სისტემა გააჩნია, რომელიც გარეგნულად წააგავს გვირგვინს, ამიტომ გულის მკვებავ სისხლძარღვებს, კორონალურ ანუ გვირგვინოვან სისხლძარღვებს უწოდებენ. ისინი გულის შეუჩერებელ მუშაობას და სისხლის მიმოქცევის მუდმივობას უზრუნველყოფენ. გვირგვინოვანი სისხლძარღვები აორტიდან გამოდიან, გულს სალტისებურად გვირგვინებით უვლიან გარს და პერიფერიული ნაწილებით კვლავ ისე უერთდებიან, რომ მთლიან წრეს ქმნიან. პათოლოგიური ცვლილებები რომელიც გულს და სისხლძარღვებს აზიანებს კარდივასკულარული დაავადებების სახელითაა ცნობილი
კარდიოლოგია განეკუთვნება მედიცინის დარგს, რომელიც შეისწავლის გულსისხლძარღვთა აგებუბულებას, ფუნქციებს და იკვლევს დაავადებათა გამომწვევ მიზეზებს, დაავადებათა განვითარების მექანიზმების გამოვლინებებს. მკურნალობის მეთოდებს პროფილაკტიკას, პაციენტთა სამედიცინი რეაბილიტაციის საკითხებს.
კარდიოლოგიაში დანერგილი სხვადასხვა დიაგნოსტიკური მეთოდები: ელექტროკარდიოგრაფია, ანგიოკარდიოგრაფია, გულის ღრუების ზონდირება, ფონოკარდიოგრაფია, ბიოქიმიური კვლევის მეთოდები და სხვა. აღნიშნული კვლევები ადრეულ სტადიაში გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლინების ეფექტური პროფილაკტიკისა და მკურნალობის საშუალებას გვაძლევენ. უკანასკნელ წლებში გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საქმეში დიდი პროგრესი შეინიშნება, ამის მიზეზები უთუოდ უახლესი ოპერაციული მეთოდების დანერგვა, ახალი თაობის ფარმაკოლოგიური პრეპარატების შექმნა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებაა.
ამრიგად; გახდით აქტიურნი- მიიღეთ საკვები ჟანმრთელი გულისთვის. ( ჯანსაღი საკვები დაგვეხმარება გ.ს.დ. პრევენციაში).
არა თამბაქო- ყოველი ორი მწეველისაგან ერთი_ თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით ირუპება.
გაიგეთ თქვენი კარდიო-ვასკულური რისკი. მიმართეთ ჯანდაცვის პროფესიონალებს, გაიკონტროლეთ სისხლის წნევა, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონე.
გულის დაავადებები და ინსულტი თავიდან აცილებადი დაავადებაა, უხშირესად ისინი გამოწვეულია ისეთი რისკ-ფაქტორების არსებობით როგორიცაა: მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის მაღალი დონე, ჭარბი წონა და სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება. მათი ეფექტური კონტროლო ამ დაავადებათა კარგი გამოსავლის გასაღებია.