medlife -

ენდოკრინოლოგია

end
ექიმი – ენდოკრინოლოგი მაკა გურგენიძე
ენდოკრინოლოგია  (ბერძ. Endon  შიგნით, Crino  გამოვყოფ.  Logos  მოძღვრება ) მოძღვრება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებასა და ფუნქციაზე.  შეისწავლის  მათ მიერ გამომუშავებულ სპეციფიკურ პროდუქციების- ჰორმონების თვისებებსა და მოქმედებას, აგრეთვე ამ ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეულ დაავადებებს. შინაგანი  სეკრეცისს ჯირკვლები  ენდოკრინულ ) ეს, არის ორგანოები, რომლებიც გამოიმუშავებს სპეციფიკურ ნივთიერებებს და  გამოყოფენ უშუალოდ სისხლში ან ლიმფაში.
ენდოკრინული ჯირკვლებია: ეპიფიზი,  ჰიპოფიზი, ფარისებრი, თიმუსი, თირკმელზედა, სათესლე, საკვერცხე.
შაქრიანი დიაბეტი  ვითარდება ინსულინის სრული ან ნაწილობრივი დეფიციტის დროს. შაქრიანი დიაბეტი არსებობს ორი ტიპის:
1. ინსულინდამოკიდებული ტიპი 1( ადრეული ასაკის )
2. ინსულინდამოუკიდებელი ტიპი 2
დიაბეტის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც გენეტიკა, ასევე გარეგანი ფაქტორები. მოსახლეობაში პროცენტულად უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს შაქრიან დიაბეტ -ტიპ 2-ს. ამ ტიპის დიაბეტი ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმს არ შეუძლია გამომუშავებული  ინსულინის ეფექტური გამოყენება. ძირითად მიზეზად მიჩნეულია ჭარბი წონა (სიმსუქნე) ასაკი, ადინამია, საკვებში ცხიმის მაღალი და ბოჭკოს დაბალი შემცველობა, სტრესი. შაქრიანი დიაბეტის ძირითადი სიმპტომებია:    
შარდის გამოყოფის მომატება (პოლიურია).
გაძლიერებული წყურვილი (პოლილიფსია ).
 გაძლიერებული მადა ( პოლიგრაფია).
წონის კლება.
კანის და სასქესო ორგანოების ქავილი.
ფურუნკულისადმი მიდრეკილება.
მხედველობის დაბინდვა.
პრესტეზიები.
დიაბეტის სიმპტომების გამოვლენისას, უნდა ჩატარდეს შემდეგი კვლევა:
სისხლის პლაზმაში გლუკოზის განსაზღვრა ( უზმოდ და  საკვებით დატვირთვიდან 2სთ-ში) 
გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა.
შარდის საერთო ანალიზი. 
მკურნალობა ითვალისწინებას: დიეტოთერაპია და ფიზიკური დატვირთვა. პეროლარული შაქრის დამწევი პრეპარატები ( ბიგუანიდები და რელფანილშარდოვანას პრეპარატები
ინსულინთერაპია
შაქრიან დიაბეტს აქვს ბევრი გართულებები: დიაბეტური რეტინოპათია, პოლინეიროპათია, ნეფროპატია, არტროპათია, ოფთალმოპატია, დიაბეტური ტერფი.
 
 
ფარისებრი ჯირკვალი: ფარისებრი ჯირკვალი არის ადამიანის უმნიშვნელოვანესი, მომცრო ზომის პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანო. ჩიყვი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება მრავალი დაავადების დასაბამი შეიძლება გახდეს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა კლასიფიკაცია  მისი ფუნქციური და სონოგრაფიული მდგომარეობის მიხედვით შემდეგია:
1. ეუთირეოიდული ჩიყვი (შენარჩუნებული ჰორმონალური სტატუსი)
2. ჰიპერთირეოზი თანდაყოლილი ან შეძენილი ( ჰორმონალური სტატუსის დაქვეითება )
3. ჰიპერთირეოზი ( მომატებული  ჰორმონალური სტატუსი )
4. კვანძოვანი  ჩიყვი (ერთეული ან  მრავალკვანძოვანი )
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების  უმრავლესობას  საფუძვლად უდევს იოდის დეფიციტი. იოდი სიცოცხლის მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება.
ადამიანს მიეწოდება მცენარეული და ცხოველური საკვების საშუალებით.
თუ, ადამიანის ორგანიზმის იოდის საკმარისი რაოდენობა არ მიეწოდება, ფარისებრი ჯირკვალი ვერ  წარმოქმნის საჭირო რაოდენობის ჰორმონებს,  ყალიბდება ჩიყვი.  არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი,  რომელიც  მოიცავს  სხვადასხვა  პათოლოგიებს  მუცლადყოფნის პერიოდიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლომდე.  ამიტომ მნიშვნელოვანია იოდეფიციტთან ბრძოლა  მუცლადყოფნის პერიოდიდან.
ჰიპერთირეოიდული ჩიყვის დროს ჰორმონების გამოყოფა ხდება ჭარბად. შესაბამისად ნივთიერებათა  ცვლა არის დაჩქარებული.  სიმპტომურად   აღინიშნება:   აღზნებადობა, ოფლიანობა,   ტაქიკარდია,  ჰიპერტენზია,  ეგზოფთალმი,  ფაღართი,  ტრემორი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა,  მაღალი ტემპერატურის აუტანლობა.
ჰიპოთირეოზის  დროს, პირიქით   ჰორმონების  ნაკლებობასთან  გვაქვს საქმე.  ნივთიერებათა ცვლა აქ არის შენელებული. 
სიმპტომებიდან აღსანიშნავია  ადვილად  დაღლა, სისუსტე,   სიცივის აუტანლობა, ყაბზობა,   კანის  სიმშრალე,  თმის ცვენა,  ფრჩხილების ტეხვა,  ბრადიკარდია,  რომელიც პერიოდულად იცვლება ტაქიკარდიით,  ლაბიდური ნერვული სისტემა და არტერიული წნევა. ფარისებრი  ჯირკვალი ორივე შემთხვევაში შეიძლება იყოს  თვითნებური აბორტის, მკვდრადშობადობის,  ნევროლოგიური კრეტინიზმის,  უშვილობის,  ნაყოფის განუვითარებლობის,  ნაყოფის სიმახინჯეების,  ნაადრევი მშობიარობის, ეკლაფსიის, პრეეკლაფსიის მიზეზი.
ფარისებრი  ჯირკვლის დიაგნოზის დასადგენად საჭიროა  ჩატარდეს შემდეგი კვლევები: TSH, FT-4, FT-3,  TPO, TG.
ფარისებრი ჯირკვალის ულტრასონოგრაფია.
 
გისურვებთ ჯანმრთელობას
მაკა გურგენიძე
ექიმი-ენდოკრინოლოგი