medlife -

გინეკოლოგია

ექიმი – ონკო – გინეკოლოგი მადონა თოდუა

მეანგინეკოლოგი – მანანა ჯაფარიძე 

“არცერთი სამკაული, შავი ბრილიანტიც კი, არ ამშვენებს ქალს ისე, როგორც მისი საკვერცხეები“-ამბობდა ცნობილი მეან-გინეკოლოგი. ქალის     სასქესო ორგანოებს ნორმალური ფუნქციონირება განსაზღვრავს მის როგორც ფსიქო-ემოციურ, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობას და გარეგნობასაც კი. სამწუხაროდ ქალბატონები ნაკლებად უთმობენ დროს თავის მოვლას, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდეც კი მივყავართ. მაგალითად საშვილოსნოს ყელის კიბო ქალების სიკვდილიანობის უმნიშვნელოვანეს პროცენტს შეადგენს, არადა ამ პრობლემის თავიდან აცილება მარტივად შეიძლება პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევით, რომელიც მინიმუმ 6 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. საერთაშორისო სტანდარტით საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის, მაგ. ექტოპიონის აღმოჩენის შემთხვევაში გინეკოლოგთან ვიზიტებს შორის ინტერვალი 6 თვიდან 3 თვემდე მცირდება.

მეტად მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს გოგონას სქესობრივ განვითარებას, ასევე მის ინფორმირებას 13-14 წლის ასაკიდან სქესობრივად გადამდები ინფექციების შესახებ.

აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ, როდესაც იზრდება სქესობრივად გადამდები ინფექციებით ინფიცირების რისკი. ზოგიერთი ინფექცია შესაძლოა მიმდინარეობდეს ყოველგვარი გამოვლინების გარეშეც კი, თუმცა მან ქალის რეპროდუქციული უნარის დაქვეითებამდე და უნაყოოფობამდეც კი მიგვიყვანოს.

ერთობ მნიშვნელოვანი საკითხია ორსულობისთვის მომზადება. ამ დროს ხდება ქალის ორგანიზმის შემზადება მომავალი ორსულობისათვის. საჭიროა სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება, რათა ორსულობის პერიოდში თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები. ორსულობა საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური პროცესია და იგი იოლად გამოავლენს ქალის ორგანიზმში ფარულად მიმდინარე დაავადებებს.  ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო, საინტერესო და ამავე დროს მეტად საპასუხისმგებლო პერიოდია. ამიტომ ქალი უნდა შეხვდეს ამ პერიოდს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად მომზადებული. ორსულობის მანიფესტირებისთანავე საჭიროა მივმართოთ მეან -გინეკოლოგს, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს თქვენს ორსულობას. პირველ რიგში მიდა ქალბატონებს ვუთხრა, რომ ორსულობა ფიზიოლოგიური, ბუნებრივი პროცესია და ორსულმა ქალმა არ უნდა იგრძნოს თავი პაციენტად. მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ჩვეულებრივ რითმში. თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ორსულობის დროს შესაძლოა მრავალმა პრობლემამ იჩინოს თავი, რომელიც დროულად უნდა იქნეს დიაგნოსტირებული. ორსულმა ქალმა მეან-გინეკოლოგს უნდა მიმართოს მინიმუმ თვეში ერთხელ ორსულობის ფიზიოლოგიორი მიმდინარეობის შემთხვევაში. პათოლოგიურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში ვიზიტების ოდენობა მკვეთრად იზრდება საჭიროებიდან გამომდინარე.

ბოლოს მინდა ჩვენს ქალბატონებს ვუსურვო ჯანმრთელობა და შევახსნო, რომ ჩვენს ოჯახებს, რომელიც ქართველი ქალისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ჯანმრთელები ვჭირდებით.