medlife -

ონკოლოგია – ქიმიოთერაპია

სამედიცინო ცენტრ “მედლაიფის“ ონკოლოგიური სამსახური მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობას მედიკამენტოზური თერაპიისა და პაციენტთა მოვლის მეთოდების გაუმჯობესების ძიების უწყვეტი პროცესი ახლავს თან . ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობა წარმოადგენს მულტიდისციპლინარული მეთოდების ინტერგრაციას, რაც ერთდროულად ან თანმიმდევრობით ქირურგიული ჩარევის , სხივური თერაპიისა და ქიმიო/იმუნოთერაპიის გამოყენებას გულისხმობს. ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება მაღალტექნოლოგიური საშუალებები . თანდათანობით ინერგება პალიატიური მკურნალობის ახალი მეთოდებიც, რაც პაციენტთა სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს. უკანასკნელ წლებში ონკოლოგიაში მიღწეული წარმატებებით, ავთვისებიანი სიმსივნე – ფატალური დაავადებიდან ქრონიკულად მიმდინარე მართვად პროცესად იქცა. თანდათანობით აღინიშნება მკურნალობის ეფექტურობის ზრდა.

“მედლაიფი“-ში წარმოდგენილია ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულფასოვანი , თანამედროვე სერვისისთვის აუცილებელი შემდეგი კომპონენტები:

• პაციენტთა ამბულატორიული და დღის სტაციონარული მომსახურება (ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა);

• კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

• სისხლის საერთო ანალისი;

• სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

• შარდის საერთო ანალიზი

“მედლაიფის“ ონკოლოგიური სამსახურის ექიმებს , თითოეული ონკოლოგიური პაციენტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მულტიდისციპლინარული მიდგომა ახასიათებთ. პაციენტის მკურნალობა იგეგმება წინასწარ და შემდგომ, დაავადების სტატუსის დინამიკაში საფუძველზე იმართება, რაც გულისხმობს კლინიკური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევების საჭიროებისამებრ გამეორებას.
ონკოლოგიური სამსახურის სერვისების ჩამონათვალი:

• ონკოლოგის კონსულტაცია
• პლევრის ფუნქცია ( სითხის შემდგომი კვლევა – ციტოლოგია, ბაქტერიოსკოპია);
• პარაცენტეზი (სითხის შემდგომი კვლევა, ციტოლოგია, ბაქტერიოსკოპია);
• ლიმფური კვანძის ფუნქცია, ბიოფსია (ციტოლოგია, მორფოლოგია , იმუნოჰისტოქიმია);
• სარძევე ჯირკვლის პუნქცია, ბიოფსია (Core needle Biopsy ) ციტოლოგია, მორფოლოგია , იმუნოჰისტოქიმია);
• ონკომარკერები ;
• ქიმიოთერაპია;
• იმუნოთერაპია;

კლინიკაში იგეგმება რანდომიზირებული კვლევა ფილტვის ავთვისებიან სიმსივნებზე, ულტრასონოროგრაფია: